ჰიპოვოლემია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ჰიპოვოლემია – ორგანიზმში ცირლკულირებადი სისხლის მოცულობის შემცირება. შესაძლოა განპირობებული იყოს სითხის მიღების შეზღუდვით ან მისი გაძლიერებული დაკარგვით (მაგ. შარდმდენებზე გაძლიერებული რეაქციის, გაძლიერებული ღებინების, ფაღარათის, შინაგანი სისხლდენების, დამწვრობების დროს). ჰიპოვოლემიის სიმპტომები ასევე შესაძლოა აღინიშნებოდეს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მწვავე უკმარისობის, ვარიკოზულად გაფართოებულ ვენებში სისხლის დეპონირების დროს ან ქვედა ღრუ ვენის მიჭყლეტისას ორსული საშვილოსნოს მიერ. ვლინდება წყურვილით, შარდის გამოყოფის შემცირებით, არტერიული ჰიპოტონიით, მძიმე შემთხვევებში შესაძლოა განვითარდეს შოკი. მკურნალობა – სითხეების ინტრავენური გადასხმა, სისხლდენებისას – სისხლის პრეპარატების გადასხმა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა