ჰიპოფიზური ჯუჯოვნება (ნანიზმი)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ჰიპოფიზური ჯუჯოვნება (ნანიზმი) – დაავადება, რომელიც ხასიათდება სიმაღლის მკვეთრი შემცირებით (130 სმ – ზე დაბლა), მოზრდილისთვის დამახასიათებელი სხეულის დამახასიათებელი პროპორციების შენარჩუნებით. აღნიშნული პათოლოგია ვითარდება ჰიპოფიზის წინა წილის მიერ ზრდის ჰორმონის არასაკმარისი გამომუშავების გამო, რაც განპირობებული შეიძლება იყოს ჰიპოფიზის სიმსივნით ან მისი ჰიპოპლაზიით ჰიპოთალამუსის დაზიანების შედეგად. ცხოვრების მეორე ათწლეულში, ამ ავადმყოფებს აღენიშნებათ სიმაღლეში ზრდის, მეორადი სასქესო ნიშნების განვითარების შეფერხება. კანი ჩვეულებრივ მშრალია, დახორკლილი, თხელი, ამიტომაც ავადმყოფები გამოიყურებიან თავიანთ ასაკზე დიდი. ჯუჯოვანი ზრდის და თირეოიდული უკმარისობის – კრეტინიზმისგან განსხვავებით, ფსიქიკური განვითარება ნორმალურია. ზოგჯერ ნანიზმის გამოვლინებებს თან ერთვის თირეოიდული, თირკმელზედა ჯირკვლოვანი, გონადური უკმარისობის ნიშნები, მათთვის დამახასიათებელი გამოვლინებებით. ჯუჯოვნება შეიძლება აგრეთვე განპირობებული იყოს კონსტიტუციონალური დეფექტებით, ნივთიერებათა ცვლის დარღვევებით, არასაკმარისი კვებით, რომლებიც არღვევენ ზრდის პროცესს.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook