ფსიქიკური კონფლიქტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ფსიქიკური კონფლიქტი – შინაგანი დაპირისპირებების არსებობა ინდივიდუმის ფსიქიკაში, ურთიერთსაპირისპირო მისწრაფებების, ტენდენციების, დებულებების, მოტივაციების, ემოციებისა და მისთ. დაპირისპირება. შინაგანი კონფლიქტები მთლიანობაში წარმოადგენენ ადამიანის ცხოველქმედების განუყოფელ ნაწილს. მათი წარმოქმნა და გადაწყვეტა – ადამიანის განვითარების ნორმალური გზაა. მაგრამ არსებობენ ისეთი ფსიქიკური კონფლიქტები, რომელთა გადაწყვეტას შესაძლოა თან ახლდეს ფსიქიკური დარღვევები.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა