ფსიქიკური შოკი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ფსიქიკური შოკი – რეაქტიული ფსიქოზი, რომელიც წარმოიქმნება სიცოცხლისათვის საშიში გარემოებების და სიტუაციების უეცრად წარმოქმნისას, რომელიც იწვევს შიშის მკვეთრი ეფექტის წარმოქმნას. ვლინდება მწვავე ფსიქოგენური სტუპორის  ფორმით, სრული უმოძრაობითა და მუტიზმით, ან ქაოსური, უაზრო მოძრაობითი აგზნებით. ორივე ფორმა მიმდინარეობს გონების დაბინდვით, ვეგეტატიური დარღვევებით (ტაქიკარდია, კანის საფარველის სიფერმკრთალე, პროფუზული ოფლიანობა და სხვ.) და გრძელდება რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა