ფუნქცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ფუნქცია – (ლათ. Functio – შესრულება, მოქმედება)1. მიმართებათა მოცემულ სისტემაში რაიმე ობიექტის თვისებათა გარეგანი გამოვლენა. მაგ. გრძნობის ორგანოთა ფუნქციები ორგანიზმში, სახელმწიფოს ფუნქციები საზოგადოებაში და ა. შ. 2. მათემატიკაში და ლოგიკაში ფუნქციად იწოდება  ოპერაცია, რომელიც რაიმე კლასის თითოეულ ელემეტს შეუფარდებს სხვა კლასის სრულიად გარკვეულ ელემენტს. ფუნქციის განსაზღვრებათა სფეროს ელემენტებს ეწოდებათ მისი არგუმენტები, ხოლო მნიშვნელობათა სფეროს ელემენტებს – ფუქნციის მნიშვნელობები. (წყარო: ფილოსოფიური ლექსიკონი, ი. ტ. ფროლოვის რედაქციით, 1982 წ.) 2.  functio  ორგანოს, ქსოვილის ან უჯრედისთვის დამახასიათებელი მოქმედება.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა