ქალაშიდა ჰიპერტენზია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ქალაშიდა ჰიპერტენზია – ქალაშიდა წნევის მომატება. მისი მიზეზები შესაძლოა იყოს თავის ტვინის მნიშვნელოვანი დაზიანება (სიმსივნე, ჰემატომა, აბსცესი), ტვინის შეშუპება, ჰიდროცეფალია, თავის ქალადან ვენური სისხლის გამოდენის დარღვევა (მაგ. გულის უკმარისობის, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების, საუღლე ვენების დაზიანებისას). იდიოპათიური (კეთილთვისებიანი) ქალაშიდა ჰიპერტენზია (ტვინის ფსევდოსიმსივნე) – მდგომარეობა რომელიც წარმოიქმნება უპირატესად ახალგაზრდა მსუქან ქალებში, პირველადი დაავადების არსებობის გარეშე. ქალაშიდა ჰიპერტენზიის დროს შესაძლო გართულებებია ქალას შემოსაზღვრულ  სივრცეში ტვინის ზეწოლა, ტვინის ჩასობა ან მხედველობის ნერვების გაჭყლეტა  შეუქცევადი სიბრმავის განვითარებით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა