ქლამიდიოზი უროგენიტალური

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ქლამიდიოზი უროგენიტალური – დაავადება, რომელიც გადაეცემა სქესობრივი გზით; გამომწვევია ქლამიდიები, რომლებსაც შუალედური ადგილი უჭირავთ რიკეტსიებსა და ვირუსებს შორის. დაავადების ინკუბაციური პერიოდია 2 – 3 კვირა. ვლინდება ურეთრიდან, საშოდან, გამონადნით, ქავილით შარდსადინარში, გარეთა სასქესო ორგანოების არეში, საზარდულისა და შორისის არეებში. მამაკაცებში პროცესში ერთვება ურეთრა, შემდეგ კი წინამდებარე ჯირკვალი, სათესლე ბუშტკები, სათესლის დანამატები. ქალებში გართულებებია ბართოლინიტი, ადნექსიტი, ენდომეტრიტი. ქლამიდიური ინფექციის მძიმე გამოვლინებაა რეიტერის დაავადება. ძირითად ლაბორატორიულ გამოკვლევას წარმოადგენს იმუნოფლუორესცენტული მეთოდი, პოლიმერაზული ჯაჭვური მრეაქცია და სხვ. გამოკვლევის ყველაზე მგძნობიარე მეთოდია ქლამიდიების იდენტიფიკაცია – იმუნოფერმენტული ანალიზი მონოკლონური ანტისხეულებით. მკურნალობა ტარდება დოქსოციკლინით, სუმამედით, ერითრომიცინით  და სხვ. ანტიბიოტიკებით.

გაფრთხილება!

მსგავსი სტატიები:

  1. ქლამიდიოზი
  2. უროგენიტალური ქლამიდიოზი
  3. ქლამიდიოზი უროგენიტალური
  4. ქლამიდიოზები