ქორიოენცეფალიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ქორიოენცეფალიტი – 1. (სინ.: ფსიქოსენსორული ენცეფალიტი)  ლიმფოციტარული ქორიომენინგიტის იშვიათი ფორმა, რომელიც ვლინდება მენინგოენცეფალიტის სიმპტომებით. გამომწვევია ლიმფოციტარული ქორიომენინგიტის ვირუსი. დაავადება იწყება მწვავედ, თავის ტკივილით, ტემპერატურის მომატებით, სისუსტით, ზოგჯერ აღინიშნება ხველა, სურდო; ცალკეულ ავადმყოფებს უკვე ამ პერიოდში აღენიშნებათ ჰალუცინაციები, ძილის დარღვევა, წყურვილის გაძლიერება. რამდენიმე დღის შემდეგ ავადმყოფთა მდგომარეობა უმჯობესდება, მაგრამ რჩება სისუსტე, დაღლილობა, პერიოდული თავის ტკივილი. ამ ფონზე 1 – 4 კვირის შემდეგ ვითარდება ნევროლოგიური სიმპტომები; ყველა ავადმყოფისათვის დამახასიათებელია თავის ძლიერი ტკივილი, თავბრუსხვევა, ფსიქოსენსორული დარღვევები. პროგნოზი სიცოცხლისათვის საშიში არ არის, შესაძლოა ნარჩენი მოვლენები, განსაკუთრებით ქრონიკული ჰიდროცეფალიის განვითარებისას. 2.  (ანატ. plexus chorioideus –  სისხლძარღვოვანი წნული)  თავის ტვინის ნივთიერებისა და მისი სისხლძარღვოვანი წნულის ანთება, ჩვეულებრივ ვირუსული ეტიოლოგიის.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა