ქრომოსომების ძირითადი რიცხვის ნაკრები

ქრომოსომების ძირითადი რიცხვის ნაკრები – X – ქრომოსომების­ საწყისი ნაკრები, რომლის საფუძველზე წარმოიქმნება პოლიპლოიდური  უჯრედები და პოლიპლოიდური ორგანიზმების სახეები. ამ უკანასკნე­ლებს აქვს გამეტური ქრომოსომული რიცხვი, რომელიც ქრომოსო­მების ძირითადი რიცხვის ჯერადია. მაგალითად, სხვადასხვა სახის ხორბლის ქრომოსომების გამეტური რიცხვი შეიძლება იყოს 7, 14 და 21. ყველა ამ სახის ქრომოსომების ძირითადი რიცხვია 7. წინაპრების ფორმებში ჰაპლოიდური რიცხვი ძირითადი რიცხვის ტოლი იყო. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.