ქრონიკული არასპეციფიკური პოლიართრიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ქრონიკული არასპეციფიკური პოლიართრიტი – –  დაავადება იწყება 2 – 4 წლის ასაკში, ზოგჯერ სიცოცხლის პირველ წელზე. აღინიშნება ცხელება, ინტოქსიკაცია, სახსრების შეშუპება და მტკივნეულობა, თავდაპირველად მსხვილი სახსრების (მუხლის, იდაყვის, ტერფ – წვივის, მენჯ – ბარძაყის), შემდეგში ზიანდება ხერხემლის კისრის ნაწილი, სხივ – მაჯის, ყბისა და თითების სახსრები. დაზიანება სიმეტრიულია; იცვლება სახსრების ფორმა. მათში ზოგჯერ აღინიშნება ექსუდატის მცირე რაოდენობა. ბავშვები უჩივიან ტკივილს სახსრებში მოძრაობის დროს, განსაკუთრებით გაშლისას. განმეორებითი შეტევების დროს ეს ჩივილები უფრო გამოხატულია. სახსრის დაზიანების განვითრების შემდეგ აღინიშნება კუნთების ატროფია და ჰიპოტონია. ერთდროულად წარმოიქმნება მრავლობითი კუნთოვანი კონტრაქტურები. შორს წასულ შემთხვევებში იცვლება ასევე ძვლოვანი ქსოვილიც. რენტგენოგრამაზე  –  ძვლოვანი ქსოვილის ახალწარმონაქმნის გაძლიერება ძვლისსაზრდელას მხრივ და ამავდროულად მისი გაწოვა. სახსრის მიდამოში ზრდადი ძვლისსაზრდელა, გრანულაციური ქსოვილი იწვევენ დესტრუქციულ კერებს, რაც წარმოადგენს სახსრის და ძვლის ზედაპირის დეფორმაციის მიზეზს. გრანულაციის ადგილზე წა

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა