ქრონიკული კატარული (მარტივი) სურდო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ქრონიკული კატარული (მარტივი) სურდო – მიზეზები: გახანგრძლივებული ან განმეორებადი მწვავე სურდო; სხვადასხვა  –  ქიმიური, თერმული, მექანიკური გამაღიზიანებლების მოქმედება; ცხვირის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება ჩირქოვანი სეკრეტით ცხვირის დანამატი წიაღების დაავადებების დროს; ცხვირის ლორწოვან გარსში სისხლმიმოქცევის ხანგძლივი დარღვევა (გულის მანკები, მიოკარდიტები, ნეფრიტები, ემფიზემა, ბრონქოექტაზები, ენდოკრინული დაავადებები). სიმპტომები, მიმდინარეობა. ცხვირის პერიოდული გაჭედვა და უხვი ლორწოვანი გამონადენი. რინოსკოპიით ჩანს ლორწოვანი გარსის შეგუბებითი ჰიპერემია და შეშუპება. ავადმყოფები აღნიშნავენ, რომ ცხვირის მარცხენა ნახევარი გაჭედილია მარცხენა გვერდზე  მდებარეობისას, ხოლო მარჯვენა  –   მარჯვენაზე. ცხვირით სუნთქვა გაძნელებულია ზურგზე წოლის დროს. ზოგადი მდგომარეობა დარღვეული არ არის. ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის შეშუპების სრული გაქრობა აღინიშნება 2 – 3% – იანი კოკაინის ადრენალინთან ერთად ჩაწვეთებისას ან 0,1% – იანი ნაფიტიზინის, რაც მიუთითებს ქრონიკულ (მარტივ) სურდოზე. თუკი შეშუპება არ ქრება სისხლძაღვთა შემავიწროვებელი საშუალებების ჩაწვეთების შემდეგ, ლაპარაკია ქრონიკულ ჰიპერტროფიულ სურდოზე.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა