ქრონიკული კონიუნქტივიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ქრონიკული კონიუნქტივიტი – (თვალის დაავ.) – ეტიოლოგია. მტვერით,  კვამლით, ქიმიური და სხვა ნივთიერებებით თვალზე ხანგრძლივი ზემოქმედება, კუჭ – ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული დაავადებები, გლისტური ინვაზიები, ანემიები, კვების უკმარისობა, ავიტამინოზები, ცხვირხახის და ცხვირის დანამატი ღრუების ქრონიკული დაავადებები, ნივთიერებათა ცვლის დაავადებები, არაკორეგირებული შორსმხედველობის, პრესბიოპიის, ასტიგმატიზმის დროს აკომოდაციის ზედმეტად დაძაბვა. სიმპტომები. ქუთუთოებზე სიმძიმის, თვალების დაბინძურების შეგრძნება, წვა, ცრემლდენა, თვალის სწრაფი დაღლა. კონიუნქტივა ჰიპერემიულია, გაფაშრებული, გამონადენი მწირია. ვითარდება ბლეფარიტი.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა