ქრონიკული პნევმონია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ქრონიკული პნევმონია – –  ბავშვებში ქრონიკული ანთებითი პროცესების აღსანიშნავად, რომლებიც ყალიბდება  ფილტვბრონქის სისტემის თანდაყოლილი მანკის, სისტემური და მემკვიდრულად განპირობებული დაავადებების საფუძველზე, მიღებულია ტერმინი ,,მეორადი ქრონიკული პნევმონია”. კლინიკური სურათი გამოირჩევა პოლიმორფიზმით. ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვებში გამწვავებები მიმდინარეობს შედარებით მძიმედ და ხშირი განმეორებებით. სკოლის ასაკის ბავშვებში გამწვავებების დროს ტემპერატურა რჩება ნორმალური. სუნთქვის უკმარისობის ხარისხი დამოკიდებულია პროცესის გავრცელებაზე. ბავშვების ნაწილში აღინიშნება გულმკერდის დეფორმაცია და ფიზიკური განვითარების შეფერხება. დიაგნოზის დადგენა ხდება ანამნეზის, ქრონიკული ინფექციის კერების არსებობის, კლინიკური სიმპტომების და რენტგენოლოგიური გამოკვლევების მონაცემების საფუძველზე. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება ობსტრუქციული სინდრომის არსებობისას ბრონქულ ასთმასთან, ქრონიკულ ბრონქიტთან, ტუბერკულოზთან, მუკოვისციდოზთან, ჰემოსიდეროზთან.

გაფრთხილება!