ქუთუთოების და ორბიტის სიმსივნეები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ქუთუთოების და ორბიტის სიმსივნეები – (თვალის დაავ.)  კეთილთვისებიანი: ორბიტის ანგიომა, ათერომა, ოსტეომა. ავთვისებიანი: ქუთუთოების კიბო, ორბიტის სარკომა. სიმპტომები. ქუთუთოების კიბო ხშირად ლოკალიზებულია ქვედა ქუთუთოს შიგნითა კუთხესთან. თავდაპირველად მას გააჩნია მკვრივი კვანძის სახე ჭარბი გარქოვანებით, შემდეგ წარმოიქმნება მცირე ზომის, ნელა ზრდადი წყლული, რომელიც დაფარულია ადვილად მოცილებადი ქერქით; მოგვიანებით ვითარდება კრატერისმსგავსი წყლული მკვრივი კიდეებით და ხორკლიანი სისხლმდენი ფსკერით. ზოგჯერ აღინიშნება კიბოს ჩაზრდა ორბიტის და ცხვირის დანამატი წიაღების სიღრმეში. ორბიტის სარკომას არც თუ იშვიათად თან სდევს მეტ – ნაკლებად ძლიერი ტკივილები, თვალბუდის გადანაცვლება, გაორება, სწრაფად პროგრესირებადი ეგზოფთალმი.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა