ღრუ ვენები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ღრუ ვენები – ადამიანის მთავარი ვენები – ზემო და ქვემო ღრუ ვენები, სადაც საბოლოოდ ერთდება სხეულის ყველა ვენა და საიდანაც მთელი სხეულის ვენური სისხლი ჩადის მარჯვ. წინაგულში. ზემო ღრუ ვენის სიგრძეა 5 – 6 სმ, დიამეტრი – 2 სმ, შექმნილია მხართავის ორი ვენის შეერთებით მარჯვ. პირველი ნეკნის ხრტილის მკერდის ტართან შეერთების უკან. ზემო ღრუ ვენა სისხლს აგროვებს თავიდან, კისრიდან, ზემო კიდურებიდან, გულმკერდის და ნაწილობრივ მუცლის კედლებიდან. ქვემო ღრუ ვენის საშ. სიგრძეა 25 სმ, დიამეტრი 25 – 30მმ, შექმნილია წელის IV – V მალის დონეზე მარჯვ. და მარცხ. თეძოს საერთო ვენების შეერთების შედეგად. იგი ხერხემლის წინა გვერდით ზედაპირზე მდებარეობს, აორტის მარჯვნივ. ექსტრაპერიტონეალურად. მიემართება ზემოთ. შუასაძგიდში გაივლის საკუთარ ხვრელს და იხსნება მარჯვ. წინაგულში. ქვემო ღრუ ვენა სისხლს აგროვებს ქვემო კიდურებიდან, მენჯისა და მუცლის ღრუს ორგანოებიდან. ღრუ ვენებს შორის არსებობს კავშირი (კენტი და ნახევრად კენტი ვენა და სხვ.) ე. წ. კავა – კავალური ანასტომოზები. ვ. აბაშიზე. [“1”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა