ყვითრის პარკი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ყვითრის პარკი – (saccus vitellinus) ჩანასახსგარე (პროვიზორული) ორგანო, რომელიც ასრულებს ტროფიკულ ფუნქციას. იგი უვითარდება თევზების, რეპტილიების, ფრინველებისა და ძუძუმწოვრების ჩანასახებს. ყვითრის პარკის კედელს ქმნის ყვითრის ეპითელიუმი, მეზენქიმა და გარეთა ეპითელიუმი. ყვითრის პარკის შიგნით ყვითრის პარკის ღრუა (cavum vitellinum), რომელშიც ყვითრია. იგი ტროფიკული მასალაა, რომლის ხარჯზეც მიმდინარეობს ჩანასახის კვება განვითარების პირველ ეტაპზე. ყვითრის პარკის ღრუ ძუძუმწოვრებში, მათ შორის ადამიანშიც, ამოვსებულია ცილების შემცველი სითხით. ყვითრის პარკი, გარდა ამისა, ჩანასახის პირველი სუნთქვისა და სისხლმბადი ორგანოა. ყვითრის ენდოდერმაში წარმოიქმნება პირველადი სასქესო უჯრედები. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა