შაია – დრეიჯერის სინდრომი

შაია – დრეიჯერის სინდრომი – (G. M. Shy, ამერიკ. ნევროპათოლოგი; G. A. Drager, ამერიკ. ნევროპათოლოგი)  ცენტრალური ნერვული სისტემის უცნობი ეტიოლოგიის დეგენერაციული დაზიანება, რომელიც ვლინდება ორთოსტატიკური არტერიული ჰიპოტენზიით, რომელიც დაავადების სხვადასხვა სტადიებზე შერწყმულია პარკინსონიზმის სიმპტომებთან, ანჰიდროზთან, მენჯის ორგანოების ფუნქციის მოშლასთან და სხვა ნევროლოგიურ დარღვევებთან.

დაავადება იშვიათად გვხვდება; აღინიშნება ორივე სქესის, 50 – 70 წლის ასაკის პირებში. თავდაპირველად ავადმყოფები უჩივიან სისუსტეს, ადვილად დაღლას, არამყარ სიარულს; შემდგომში ხანგრძლივი დგომა შეუძლებელი ხდება თავბრუსხვევის, თვალებში დაბნელების, გონების დაკარგვის წინათრგძნობის გამო. ორთოსტატიკური დარღვევების სიმძიმე მატულობს; მძიმე შემთხვევებში გულის წასვლა შესაძლოა განვითარდეს მჯდომარე მდგომარეობაშიც კი; ავადმყოფის გადაყვანა ვერტიკალურ მდგომარეობაში იწვევს ტვინის მძიმე იშემიას; გართულებები დაკავშირებულია ორთოსტატიკურ ჰემოდინამიკურ დარღვევებთან: მოსალოდნელია ტრავმები დაცემის გამო, ფსიქიკისა და ინტელექტის ცვლილებები თავის ტვინის ქერქის ხანგამოშვებითი იშემიის გამო, ზოგჯერ აღინიშნება იშემიური ინსულტები.

გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი