შეიერმანის დაავადება

შეიერმანის დაავადება – მოზარდთა ასაკში განვითარებული ხერხემლის დისპლაზიური ბუნების ცვლილებები. გამოიხატება ხერხემლის ღერძის გამრუდებით, მალების სოლისებრი დეფორმაციით და შმორლის კვანძების წარმოქმნით. კლინიკურად გამოვლინებები განპირობებულია სტატიკო – დინამიკური გადატვირთვით ან ხერხემლის მეორადი დეგენერაციულ – დისტროფიული დაზიანებით. მკურნალობა: ზურგის კუნთების გამაგრება სამკურნალო ფიზკულტურით,  ცურვა, მასაჟი.