შეკვეთა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

შეკვეთა – მყიდველის (შემკვეთის) მიერ გამყიდველისთვის გაგზავნილი დოკუმენტი, რომელშიც გამოხატულია გარკვეული საქონლის (მომსახურების) შეძენის მტკიცე განზრახულობა და გადმოცემულია ყიდვის აღსრულების პირობები (რაოდენობა, ხარისხი, ფასი, მიწოდების ვადა და სხვ.) დაკვეთაში ჩვეულებრივ, მიეთითება გამყიდველის პასუხის ბოლო ვადა, რომლის გასვლამდეც მყიდველი შებოჭილია დასახელებული პირობებით. თუკი მითითებულ ვადაში გამყიდველი უპირობოდ დაამოწმებს  (ააქცეპტებს) შეკვეთას, –  ხელშკრულება ჩაითველება დადებულად და ორივე მხარისთვის ხდება სავალდებულო. საწარმო გაერთიანებისათვის მნიშვნელოვანია გარკვეულ დროში მიღებული შეკვეთების რაოდენობა. მათ ერთობლიობას შეკვეთების პორტფელი ეწოდება. მისი მოცულობა (რაოდენობრივი და დროებითი) და შინაარსი გამოხატავს მოცემული საწარმოს საწარმოო ტექნიკურ შესაძლებლობებს, სიმძლავრეთა დატვირთვის ხარისხს, გამოშვებული პროდუქციის ხარისხსა და კონკურენტუნარიანობას.

გაფრთხილება!