შვარც – ბატერის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

შვარც – ბატერის სინდრომი – დაკავშირებულია ანტიდიურეზული ჰორმონის ჭარბ სეკრეციასთან, რაც იწვევს ორგანიზმში სითხის დაგროვებას, სისხლში ნატრიუმის შემცველობისა და სმოსური წნევის  დაქვეითებას. ნატრიუმის გამოყოფა შარდთან გრძელდება. მიზეზები შესაძლოა იყოს ქალა – ტვინის ტრავმა, ინსულტები, ცენტრალური ნერვული სისტემის ინფექციური დაავადებები, ჰიდროცეფალია, ზოგიერთი სამკურნალო საშუალებების ზემოქმედება. კლინიკური გამოვლინებები დამოკიდებულია სისხლში ნატრიუმის შემცველობის დაქვეითების სიჩქარეზე. მძიმე შემთხვევებში ვითარდება ტვინის შეშუპება, ცნობიერების დაბინდვით და ეპილეფსიური გულყრებით; მკურნალობა – ნატრიუმის ქლორიდის ჰიპერტონური ხსნარის შეყვანა ფუროსემიდთან ერთად. დამატებით ნიშნავენ დემეკლოციკლინს, ან დიფენინს.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა