შოკი ტრავმული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

შოკი ტრავმული – (ტრავმ.) ორგანიზმის თავსებური რეაქცია მძიმე მექანიკურ ტრავმაზე. წარმოადგენს ტრავმული დაავადების საწყისი პერიოდის ერთ  –  ერთ გამოვლინებას, რაც გამოიხატება მწვავე სისხლძარღვოვანი და სუნთქვითი უკმარისობით, ნივთიერებათა ცვლის მძიმე მოშლილობებით (ჰიპოქსია, აციდოზი, აზოტემია, ჰისტამინემია, ელექტროლიტების თანაფარდობის დარღვევა). შოკის პათოგენეზში სისხლდენასთან ერთად, რომელიც თითქმის ყოველთვის თან ახლავს ტრავმას, მნიშვნელოვანი როლი მიეკუთვნება აგრეთვე პათოლოგიურ აფერენტულ იმპულსაციას დაზიანების კერიდან, ასევე დაზიანებული ორგანოების ფუნქციების დარღვევებს. შოკის დროს დარღვევების მექანიზმში ცენტრალური ადგილი მიეკუთვნება  ქსოვილების მწვავე სისხლნაკლებობას, სხვადასხვა ორგანოების უჯრედთა სისხლმომარაგების მოშლით.

გაფრთხილება!