ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
შულმანის სინდრომი – მიეკუთვნება შემაერთებელი ქსოვილის დიფუზურ დაავადებათა ჯგუფს. ხასიათდება წვივისა და წინამხრის დაზიანებით, ცვლილებებით კანის მხრივ. ჰისტოლოგიურად ხდება ფასციის გასქელება და ფიბროზი, ანთებითი პერივასკულური ინფილტრაცია ლიმფოციტებით, პლაზმოციტებით და ეოზინოფილებით. [“3”]
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა