ჩართული დისკოები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ჩართული დისკოები – (disci intercalati)  გულის კუნთის ქსო­ვილის ბოჭკოებში უჯრედშორისი საზღვრები. თავისი ულტრასტრუქ­ტურით ჩართული დისკოები ანუ ფირფიტები დესმოსომების მსგავსია და მათ აქვთ არასწორი ზიგზაგისებრი ხაზის სახე, რომელიც წარ­მოქმნილია ორი მოსაზღვრე კუნთოვანი უჯრედის (კარდიომიო­ციტის) ციტოპლაზმური მემბრანებისაგან. ჩართულ დისკოებზე მთავ­რდება გულის კუნთის ბოჭკოების პროტოფიბრილები. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა