ცდომილება გაზომვისა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ცდომილება გაზომვისა – შეცდომა გაზომვისა, გაზომვის შედეგების გადახრა გასაზომი სიდიდის ჭეშმარიტი მნიშვნელობიდან. ცდომილება გაზომვისა შეიძლება იყოს სისტემატური, შემთხვევითი და უხეში (ამ უკანასკნელს ხშირად უწოდებენ აცდენას). გაზომვის სისტემატურ ცდომილებას უმეტესად იწვევს გაზომვის საშუალებათა ცდომილება და გაზომვის მეთოდების არასრულყოფილება, შემთხვევითს – არასაკონტროლებელი გარემოებები (გაზომვის პირობების უმნიშვნელო ცვლილებები და ა. შ.), აცდენებს – გაზომვის საშუალებათა უწესივრობა, ჩვენებათა არასწორად ათვლა, გაზომვის პირობების მკვეთრი ცვლილება და ა. შ. როცა გაზომვებს ამუშავებენ, აცდენებს ჩვეულებრივ უკუაგდებენ. სისტემატური ცდომილების გავლენის შემცირებას ცდილობენ შესწორებათა შეტანით ან ხელსაწყოს ჩვენების გამრავლებით მასწორებელ მამრავლზე. შემთხვევითს გაზომვის ცდომილებას აფასებენ მათემატიკური სტატისტიკის მეთოდებით. [“1”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა