ცენოგენეზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ცენოგენეზი – 1. (cenogenesis ბერძნ.kainos – ახალი და genesis – წარმოშობა) – ემბრიონული განვითარების დროს ისეთი ახალი ნიშნების წარმოქმნა, რომლებიც წინაპრებს არ ახასიათებდათ. ამ ნიშნებს ჩანასახისთვის აქვს შემგუებლობითი მნიშვნელობა. ცენოგენეზური ნიშანია მაგ., თევზებში, ფრინველებში, რეპტილებსა და ძუძუმწოვრებში პროვიზორული ორგანოების წარმოქმნა. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) 2.  ორგანიზმების შეგუებითი ნიშან–თვისება, რომელიც მათ უჩნდებათ ჩანასახოვანი განვითარების სატდაზე, შემდეგ კი კარგავს რა თავის ფუნქციას და საჭიროებას, როგორც წესი, ქრება.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა