ცენტრომერა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ცენტრომერა – (centrum – ცენტრი და ბერძნ. meros – ნაწილი) – ჩვეულებრივად ქრომოსომის პირველადი (ანუ ცენტრული) გადაზონრვის ადგილას მკვრივი სფერული სხეულაკი, რომელიც მართავს მის გადაადგილებას მიტოზის დროს. ცენტრომერების საშუალებით ქრომოსომები მაგრდება აქრომატული თითისტარას ძაფებზე. ცენტრომერები ქრომოსომებთან, აქრომატულ ძაფებთან და ცენტრიოლებთან ერთად შეადგენს მიტოზურ (ანუ გამყოფ) აპარატს. ცენტრომერების უნარი, არეგულიროს ქრომოსომების გადაადგილება, ასახულია სახელწოდება – სინონიმებით: კინეტიკური სხეულაკი, ანუ კინეტოქორები . მიტოზის დროს, სხვადასხვა ქრომოსომის ცენტრომერებს შორის სპეციფიკური უკუგდების ძალების მეოხებით, ქრომოსომები კანონზომიერად განლაგდება მეტაფაზური ფირფიტის სახით, აგრეთვე შვილეული ქრომოსომები მიემართება თითისტარას პოლუსებისკენ ანაფაზის სტადიაში. ტერმინი „ცენტრომერა“, რომელიც დარლინგტონმა შემოიღო (1937), ასახავს ქრომოსომების კინეტიკური სხეულაკების თავისებურებას, რაც გამოიხატება ცენტრიოლისა და ქრომომერის ზოგიერთი თვისეის შეთავსებით. ჩვეულებრივ, თითოეულ ქრომოსომას აქვს ერთი ცენტრომერა (იხ.ქრომოსომები მონოცენტრული), მაგრამ არის აგრეთვე მათი მეტი რიცხვიც ე.წ.პოლიცენტრულ ქრომოსომებში. . (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა