ცერებრულ – მედულური სიმახიჯის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ცერებრულ – მედულური სიმახიჯის სინდრომი – კრანიოცერვიკული მიდამოს განვითარების მანკი, რაც გამოიხატება კეფის დიდი ხვრელის შევიწროებით და ხერხემლის ზედა ნეწილის დეფორმაციით. ამას თან ახლავს ტვინის ღეროსა და ნათხემის ჩაჭედვა დასახელებულ მიდამოში. კლინიკურდ აღინიშნება ნათხემისა და თავის ტვინის X – XI წყვილი ნერვების დაზიანების ნიშნები. ზიანდება აგრეთვე კისრის ზედა ნერვებიც, რაც ვლინდება კისრის უკანა ზედაპირზე ტკივილით. აღნიშნულ მანკს შეიძლება თან ახლდეს spina bifida კისრის ან გავა – წელის მიდამოში,ჰიდროცეფალია, ჰიდრომიელია(კისრის ნაწილში), მენინგოცელე, ატლანტის ასიმილაცია, კლიპელ – ვეიდის სინდრომი, ინფანტილურია გებულება და სხვ. აღინიშნება თავ – ზურგ – ტვინის სითხის ბლოკი, ქალის რენტგენოგრამაზე კეფის დიდი ხვრელის შევიწროება. სინონიმი: არნოლდ – კიარის სინდრომი. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა