ცისფერი სკლერების სიმპტომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ცისფერი სკლერების სიმპტომი – დამახასიათებელია ცისფერი სკლერები, ძვლების მტვრევადობა და სმენის დაქვეითება ან სიყრუე. სიმპტომები სმენის ორგანოს მხრივ ვითარდება მოგვიანებით, ჩვეულებრივ სქესობრივი მომწიფების პერიოდში. არჩევენსიმპტომთკომპლექსის ორ ტიპს. პირველია ფროლიკ დიურანტის ტიპი, რომლის დროსაც ძვლების მოტეხილობები ვლინდება ჯერ კიდევ ნაყოფად ყოფნის პერიოდში ან დაბადებისას. მეორეა ლობშტეინის ტიპი, რომლის დროსაც ცისფერი სკლერები თანდაყოლილია, ხოლო ძვლების მტვრევადობა (”შუშისებრი ადამიანი”) მოგვიანებით ვლინდება. ძვლების მტვრევადობა 25 წლის მერე მნიშვნელოვნადაა შემცირებული, მიზეზია მეზენქიმური ქსოვილის განვითარების დარღვევა. ეტიოლოგია უცნობია. სინონიმები: ჰევეს სიმპტომთკომპლექსი, ედოვსისსიმპტომთკომპლექსი, ადაირ – დაიტონის სიმპტომთკომპლექსი[“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა