ცუცუგამუში

ცუცუგამუში – მძიმე ინფექციური დაავადება, რომელიც ცნობილი იყო უძველესი დროიდან ჩინეთში. გამომწვევია რიკეტსია; დასნებოვნება ხდება ტკიპების კბენით. დაავადება მიმდინარეობს მაღალი ცხელებით, გამონაყრით, ცენტრალური და გულ – სისხლძარღვთა სისტემების დაზიანებით.

დამახასიათებელია ნაკბენის ადგილზე პირველადი ეფექტის – წყლულის არსებობა, რომელიც დაფარულია მუქი ფერის ქერქით.

მკურნალობა ტარდება ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკებით.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.