ცხვირხახის სიმსივნეები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ცხვირხახის სიმსივნეები – ცხვირხახის სიმსივნეების ძირითად ჰისტოლოგიურ ვარიანტს წარმოადგენს ბრტყელუჯრედოვანი კიბო. გვხვდება არადიფერენცირებული კიბო (30%), ლიმფოსარკომა და ლიმფოეპითელიომა. სიმპტომები დამოკიდებულია მეზობელი ორგანოების ინვაზიის ვარიანტებზე. ცხვირხახის კიბო ვრცელდება ხახის კედელზე ქვევით, მოიცავს რბილ სასას, ამასთან გაძნელებულია ყლაპვის აქტი, აღინიშნება ხმის ჩახლეჩა, ხველა. ავადმყოფთა 30% – თან სიმსივნე იზრდება ცხვირის ღრუში, იწვევს გამონადენს ცხვირიდან, დუდღუნაობას, ცხვირიდან სუნთქვის გაძნელებას. სიმსივნის წარმოქმნისას გვერდით ნაწილებში ირღვევა ევსტაქის მილის გამტარობა, ქვეითდება სმენა. სიმსივნის გავრცელებისას ქალას ღრუში ვითარდება თავის ტკივილები, დიპლოპია, მხედველობის დაკარგვა და სხვა სიმპტომები. საბოლოოდ დიაგნოზის დაზუსტება ხდება მხოლოდ ქირურგიული ბიოფსიის შემდეგ.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა