ძვლისაზრდელა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ძვლისაზრდელა – 1. პერიოსტეუმი (ბერძნ. peri – ირგვლივ და osteon – ძვალი), შემაერთებელქსოვილოვანი შალითა რომლითაც დაფარულია ძვალი მთლიანად, სასახსრე ზედაპირების გარდა. ძვლისაზრდელა შედგება გარეთა ბოჭკოვანი, სისხლძარღვებით და მგრძნობიარე ნერვული დაბოლოებებით მდიდარი, შუა  –  ფიბროელასტიკური (შედგება კოლაგენური ბოჭკოებისაგან) და შიგნითა – ძვლის წარმომქმელი (ოსტეოგენური) შრეებისაგან; უკანასკნელი საგანგებო ბოჭკოებით უკავშირდება ძვალს. ძვლისაზრდელა უზრუნველყოფს ძვლის ზრდას სისქეში და მოტეხილობის დროს ძვლის კოჟრის განვითარებას. ვ. აბაშიძე. [“1”] 2. შემაერთებელქსოვილოვანი შალითა, რომელიც ძვალს ფარავს მთელ ზედაპირზე, სახსრის გარდა; განაპირობებს ძვლის ზრდას სისქეში. 3.   (periosteum ბერძნ. peri  –  გარშემო და osteon  –  ძვალი)ძვლის მფარავი მკვრივი ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილი, შეიცავს ოსტეოგენურ უჯრედებს, სისხლძარღვებსა და ნერვებს. მონაწილეობს ძვლოვანი ქსოვილის კვებასა, ზრდასა და აღდგენაში. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა