წვეტიანი კონდილომები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

წვეტიანი კონდილომები – მეჭეჭების სახესხვაობა რბილი წილაკოვანი წანაზარდებით, ხშირად ანოგენიტალურ მიდამოში ლოკალიზაციით. გამომწვევია ფილტრში გამავალი ვირუსი. დასნებოვნება ხდება ავადმყოფთან პირდაპირი კონტაქტით. კონტაგიოზურობა მაღალი არ არის. კონდილომების განვითარებას ხელს უწყობს კანის და ლორწოვანი გარსების ხანგრძლივი მაცერაცია. წვეტიანი კონდილომები წარმოადგენენ წილაკოვან და ძაფისებურ წანაზარდებს, რომელიც მოგვაგონებს ყვავილოვან კომბოსტოს. ისინი მიდრეკილნი არიან დაჯგუფებისაკენ, აქვთ რბილი კონსისტენცია, ტენიანი ხაოიანი ზედაპირი, შევიწროებული ფუძე, სხადასხვა ზომები, არიან მტკივნეულნი, ახლავთ არასასიამოვნო სუნი. ძირითადი ლოკალიზაციაა ჩუჩა, მცირე სასქესო ბაგეები, პერიანალური მიდამო. სიფილისური ფართო კონდილომებისაგან განსხვავდებიან ფუძის შევიწროებით, წილაკოვანი სტრუქტურით, რბილი კონსისტენციით.

გაფრთხილება!