წყლულოვან – აპკოვანი ანგინა

წყლულოვან – აპკოვანი ანგინა –  ნუშურა ჯირკვლებზე, რბილ სასაზე, ზოგჯერ ხახის უკანა ზედაპირზე, ლოყების ლორწოვან გარსებზე მოყვითალო – მოთეთრო ნეკროზული ნადებები, რომლებიც ადვილად სცილდებიან ზედაპირს, მათ ქვეშ რჩება ზედაპირული ან უფრო ღრმა დაწყლულებები.

პირიდან აღინიშნება უსიამოვნო სუნი. ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ტემპერატურა მატულობს 38 გრადუსამდე, შეიძლება იყოს სუბფებრილური ან ნორმალური. კისრის ლიმფური კვანძები გადიდებულია, ნაკლებად მტკივნეული. ყლაპვა უმტკივნეულოა.

დაავადება გრძელდება დაახლოებით ერთი კვირა, თუმცა მისუსტებულ ავადმყოფებში შესაძლოა მიიღოს გახანგრძლივებული ხასიათი. ხახის ნაცხში ვლინდება პირის ღრუს თითისტარისებური ჩხირების და სპიროქეტების სიმბიოზი.

ანგინების დიაგნოზი დაფუძნებულია გასინჯვის, ნაცხის (ნადებების დროს, განსაკუთრებით დიფთერიაზე და წყლულოვან – აპკოვან ანგინაზე ეჭვის შემთხვევაში) და სისხლის (განსაკუთრებით სისხლის დაავადებაზე ეჭვის დროს) გამოკვლევების მონაცემებზე.


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.