ხორკლი ტუბერკულოზური

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ხორკლი ტუბერკულოზური  – (granuloma tuberculosum; სინ.: გრანულომა ტუბერკულოზური)   გრანულომა, რომელიც შედგება ეპითელური, ლიმფოიდური და ლანგჰანსის გიგანტური მრავალბირთვიანი უჯრედებისაგან, რომლებიც წარმოადგენენ პროდუქტიური ანთების ძირითად მორფოლოგიურ ნიშანს ტუბერკულოზის დროს; ხორკლის ცენტრში ჩვეულებრივ წარმოიქმნება კაზეოზური ნეკროზი; ნეკროზულ მასებში და გიგანტური უჯრედების ციტოპლაზმაში ვლინდება ტუბერკულოზის მიკობაქტერიები.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა