ხორხის სიმსივნეები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ხორხის სიმსივნეები – (ყელ – ყურ – ცხვ. დაავ.) კეთილთვისებიანი სიმსივნეები – ფიბრომები (პოლიპები), პაპილომები, ანგიომები, კისტები. სიმპტომები. ხრინწიანობა. ლარინგოსკოპიით ფიბრომა მოჩანს როგორც 1 – დან 10 მმ – მდე დიამეტრის, მოვარდისფრო ან წითელი ფერის მომრგვალო სიმსივნე, რიმელიც განლაგებულია ხმოვან იოგზე. პაპილომა – ერთეული ან მრავლობითი მოთეთრო სიმსივნე, რომელიც მოგვაგონებს ყვავილოვან კომბოსტოს ან მამლის ბიბილოს, გვხვდება ხორხის სხვადასხვა ადგილას. ანგიომა – ხშირად მცირე ზომის მოლურჯო – წითელი ფერის სიმსივნე ხმოვანი იოგების მიდამოში, კისტა – ტიპიური, ნახევრადგამჭვირვალე, სფეროსებრი წარმონაქმნი ხორხის სხვადასხვა მიდამოში. ყველა კეთილთვისებიანი სიმსივნის შემთხვევაში ხმოვანი იოგების მოძრაობა დარღვეული არ არის.  მკურნალობა ქირურგიულია. ავთვისებიანი სიმსივნეები – იხ. ხორხის კიბო

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა