ხორხის ტუბერკულოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ხორხის ტუბერკულოზი – ვითარდება მხოლოდ ფილტვების ტუბერკულოზის დროს. დასნებოვნება ხდება ხორხის ლორწოვანი გარსის მიკროსკოპიულ ნახეთქებზე ამოხველებული ნახველის (რომელიც შეიცავს ტუბერკულოზურ მიკობაქტერიებს), მოხვედრის შედეგად.  სიმპტომები. ადრეულ სტადიაზე ხშირად ვლინდება მხოლოდ ხმის ერთი იოგის ჰიპერემია. შემდეგ წარმოიქმნება ინფილტრატი, რომლის დაშლასაც მივყავართ წყლულის წარმოქმნამდე, მის გადიდებამდე და გაღრმავებამდე. შეიძლება იყოს ორმხრივი დაზიანება, არც თუ იშვიათად პროცესში ერთვება ხრტილსაზრდელა და ხრტილი (ქონდროპერიქონდრიტი), რის შედეგადაც ვითარდება ხორხის შეშუპება და სუნთქვის დარღვევა. ანალოგიური ინფილტრატები შეიძლება განვითარდეს ციცხვთაშორის სივრცეში, კარისწინა იოგებზე, ციცხვზე,  ხორხსარქველზე. მთავარი სიმპტომია – ხმის ჩახლეჩა, ხველა. ხორხის შესავლის დაზიანებისას – მტკივნეული ყლაპვა. გაცილებით იშვიათად მიმდინარე ჰემატოგენური დასნებოვნების შემთხვევაში ხორხის ლორწოვან გარსში, არც თუ იშვიათად ხორხის და ხახის შესავალში, ვლინდება ტუბერკულოზური ამობურცულობები. ამასთან მკვეთრად არის გამოხატული დისფაგია. დიაგნოზის დასმა ხდება ხორხის გასინჯვის, ფილტვების გამოკვლევის, ტუბერკულოზურ მიკობაქტერიებზე ნახველის გამოკვლევის საფუძველზე. პროფილაქტიკა და მოვლა. გარშემომყოფებთა დასნებოვნების თავიდან აცილების მიზნით, ავადმყოფები უნდა იყვნენ აღჭურვილნი მადეზინფიცირებელი ხსნარით სავსე სპეციალური ჯიბის ამოსაფურთხებლებით. აუცილებელია შენობის ნორმალური ტემპერატურის (18 – 19 გრადუსი) უზრუნველყოფა, მისი ხშირი განიავება. აუცილებელია საკვების მიღების რეგულირება და სამკურნალო პრეპარატების დანიშვნა. ავადმყოფები გაფრთხილებულნი უნდა იყვნენ თამბაქოს, ალკოჰოლის მავნე ზემოქმედების შესახებ, თავიდან უნდა აიცილონ გადაციება, ხმის გადაძაბვა. ტუბერკულოზით ავადმყოფები იმყოფებიან ანტიტუბერკულოზურ დისპანსერებში მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ და ხდება ექიმი – ოტოლარინგოლოგის მიერ სისტემატური პროფილაქტიკური გასინჯვები

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა