ჯირკვლები ქონის

ჯირკვლები ქონის  – (glandulae sebaceae)  ალვეოლური დატოტვილი ჯირკვლები, ლოკალიზდებიან დერმის ბადისებრ შრეში, სეკრეტს გამოყოფენ ჰოლოკრინული ტიპით. ტერმინალური ნაწილები შედგება მრავალშრიანი ჯირკვლოვანი ეპითელიუმისაგან, რომლის ბაზალური შრე წარმოდგენილია მცირედდიფერენცირებული  უჯრედებით, ხოლო დანარჩენი  –  ცხიმოვანი გადაგვარების (დისტროფიის) სხვადასხვა დონეზეა. გამომტანი სადინარი მოკლეა, იხსნება თმის ფესვის ძაბრში. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

 ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

გაფრთხილება!