ჰანოს დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ჰანოს დაავადება – ბრინჯაოს დიაბეტი. ეემოქრომატოზი. საფუძვლად უდევს ჰემოსიდერინისა და ჰემოფუსცინის ჩალაგება შინაგან ორგანოებსა და კანში. ეტიოლოგია უცნობია. დამახასიათებელია ადისონის დაავადების მაგვარი კანის ჰიპერპიგმენტაცია (რაც უკანასკნელთან განსხვავებით ლორწოვანებზე არ აღინიშნება), ჰიპერგლიკემია პანკრეასის ციროზულიგადაგვარების გამო, აგრეთვე ღვიძლის გადიდება (პიგმენტური ციროზი), სპლენომეგალია, შარდში მომატებულია პორფირინის შემცველობა, სისხლში რკინის რაოდენობა. ემართებათ 40 წლის ასაკს გადაცილებულ მამაკაცებს. უკავშირებენ სპილენძით მოწამვლას, ავიტამინოზს, ჰიპოფიზულ დარღვევებს. სინონიმები: ტრუასიეს სინდრომი, შოვარის სინდრომი, ტრუასიე – ჰანი – შოფარის სინდრომი, ღვიძლის პიგმენტური ციროზი. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა