ჰანტის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ჰანტის სინდრომი – (J. R. Hunt, ამერ. ნევროლოგი; სინ.: დამუხლვილი კვანძის განგლიონიტი, ჰანტის ნევრალგია, დამუხლვილი კვანძის სინდრომი) სარტყლისებრი ჰერპესის ფორმა, რომელიც წარმოიქმნება შუამდებარე ნერვის დამუხლვილი კვანძის დაზიანების შედეგად. მიზეზია ჩუტყვავილას ვირუსი, რომელიც იწვევს შემოსარტყვლით ჰერპესს. ვლინდება უპირატესად ყურის მიდამოს ცალმხრივი, მუდმივი ან პერიოდული ძლიერი ტკივილით, რომელიც ირადირებს სახის, კეფის, თავის, კისრის შესაბამის მხარეს. დამახასიათებელია ჰერპესული გამონაყარი, რომლის ლოკალიზაცია განისაზღვრება შუამდებარე ნერვის ინერვაციის ზონით; ტკივილის სინდრომთან ერთად შესაძლოა აღინიშნებოდეს სახის ნერვის ნევრიტი – მიმიკური მუსკულატურის პერიფერიული პარეზი ან დამბლა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა