ჰემოპერიტონეუმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ჰემოპერიტონეუმი – (haemoperitoneum; ბერძ. Haima სისხლი + ლათ. peritoneum მუცელი)სისხლის დაგროვება მუცლის ღრუში. კლინიკური სურათი დამოკიდებულია დაზიანებული ორგანოების ხასიათზე, მუცლის ღრუში სისხლდენის ინტენსივობაზე და დაკარგული სისხლის რაოდენობაზე. მწვავედ განვითარებული ჰემოპერიტონეუმის დროს აღინიშნება მწვავე სისხლნაკლებობის სურათი: კანისა და ხილული ლორწოვანის სიფერმკრთალე, წყურვილი, ცივი ოფლი, ადინამია, თვალებში დაბნელება, თავბრუსხვევა, და სხვ. პულსი ხშირი, სუსტი ავსებისაა, არტერიული წნევა დაქვეითებულია, მუცელი პალპაციით რბილია, ზომიერად მტკივნეული; აღინიშნება პერიტონეუმის გაღიზიანების ნიშნები.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა