ჰეპატოზი ცხიმოვანი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ჰეპატოზი ცხიმოვანი – პათოლოგიური მდგომარეობა: ღვიძლის უჯრედებში ცხიმის ჭარბად დაგროვება. შესაძლო მიზეზებია: ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება, წამლების მიღება (ტეტრაციკლინები, გლუკოკორტიკოიდები და სხვ.), გასუქება, ენდოკრინული დაავადებები, არასწორი კვება და სხვ. დაავადება მიმდინარეობს უსიპტომოდ ან ვლინდება მტკივნეული შეგრძნებებით მარჯვენა ფერდქვეშა არეში, უმნიშვნელო სიყვითლით. ხშირად შემთხვევით ვლინდება. დიაგნოზს ადასტურებს ულტრაბგერითი გამოკვლევა, ღვიძლის ბიოფსია.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა