ჰეპატოლენტიკულური დეგენერაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ჰეპატოლენტიკულური დეგენერაცია – (ჰეპატოცერებრული დისტროფია, ვესტფალ – ვილსონ – კონოვალოვის დაავადება) მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც დაკავშირებულია სპილენძის მეტაბოლიზმის დარღვევასთან, რომელიც ლაგდება თავის ტვინის ქსოვილებში, ღვიძლსა და სხვ. შინაგან ორგანოებში. გადაეცემა ავტოსომურ – რეცესიული ტიპით. ძირითადი გამოვლინებებია: ნევროლოგიური და ფსიქიკური დარღვევები (ტრემორი, ქორეა, პარკინსონიზმი, ატაქსია, დემენცია), ღვიძლის, თირკმელების, კუჭქვეშა ჯირკვლის, გულის ფუნქციის დარღვევები.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა