ჰეპატოლიენალური სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ჰეპატოლიენალური სინდრომი – 1. ღვიძლისა და ელენთის ერთდროული გადიდება. აღინიშნება ღვიძლის ციროზის, პორტული ჰიპერტენზიის, ინფექციური და პარაზიტული დაავადებების და სხვა შემთხვევებში. სიმპტომები, მიმდინარეობა. აღინიშნება ერთდროულად ელენთისა და ღვიძლის გადიდება, ხოლო პროცესის მნიშვნელოვანი ხანდაზმულობისას მათი გამკვრივება. შესაძლოა აღინიშნებოდეს ჰიპერგლობულინემია, ედსის მომატება, ცილების დალექვის სინჯების ცვლილებები. ჰეპატოლიენალური სინდრომის ჰემატოლოგიური თავისებურებაა ჰიპერსპლენიზმის სიმპტომები – ანემია, ლეიკოპენია და თრომბოციტოპენია. მკურნალობა. ტარდება ძირითადი დაავადების მკურნალობა; მკვეთრად გამოხატული ჰიპერსპლენიზმის დროს – სპლენექტომია. 2.  ზოგიერთი ინფექციური და სხვა სახის დაავადებებისას ღვიძლისა და ელენთის ერთდროული, ან მიმდევრობითი დაზიანება, რაც გამოიხატება მათი ზომების გადიდებით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა