ჰეპატორენული სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ჰეპატორენული სინდრომი – 1. (syndromum hepatorenale)  სიყვითლის, სისხლის შედედების დარღვევის, ჰიპოპროტეინემიისა და ურემიის ნიშნების შერწყმა; აღინიშნება ზოგიერთი მწვავე მოწამვლების, ინფექციური დაავადებებისა და ღვიძლის დაზიანების დროს. 2.   (ბერძ. hepat ღვიძლი + ლათ. ren თირკმელი) სიმპტომების ერთობლიობა, რომელიც ვითარდება ღვიძლისა და თირკმელების ერთდროული მწვავე დაზიანების დროს. ჰეპატო – რენული სინდრომი არ წარმოადგენს ნოზოლოგიურ ფორმას და აღინიშნება მრავალი პათოლოგიური მდგომარეობების დროს; განსაკუთრებით ხშირი მიზეზებია: ინფექციური ზემოქმედება, ქიმიური ინტოქსიკაცია, ჰემოლიზი სისხლის გადასხმის დროს, ქირურგიული ჩარევები, მწვავე პანკრეატიტები და ა. შ. დამახასიათებელია სიყვითლე, ქოლემიის მოვლენები, ღვიძლის გადიდება, ოლიგურია, ზოგჯერ ანურია, პროტეინურია.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა