ჰერც – რომბერგის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ჰერც – რომბერგის სინდრომი – სახის ჰემიატროფია. პროგრესირებადი ჰემიატროფია: სახის ცალმხრივი მემკვიდრეობითი პროგრესირებადი ატროფია. გადაცემის ტიპი ავტოსომურ – დომინანტური. იხ. ნიშნები: თანდათანობით, სახის ცალ მხარეზე ატროფირდება კანი, კანქვეშა ქსოვილი, კუნთები და მოგვიანებით ძვლები, ჰემოლატერალურად ბგერითი იოგი, ენისა და ხორხის ნახევარი. ხდება დაავადებულ მხარეზე თმის, წამწამისა და წარბის დაცვენა. სინონიმები: რომბერგის სინდრომი, ანუ რომბერგის დაავადება, რომბერგის ტროფონევროზი. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა