ჰეტეროქრომატინი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ჰეტეროქრომატინი – (heterochromatinum ბერძნ.heteros  –  სხვა და იხ.ქრომატინი) კონდენსირებული ქრომატინის უბნები ქრომოსომების გამკვრივებული უბნების, ე.წ. ქრომომერული უბნების ნივთიერება. ინტერფაზურ ბირთვში ჰეტეროქრომატინი წარმოდგენილია ღებვადი ბაზოფილური ბელტებით, რომლებიც მდებარეობენ ბირთვის ბადის კადონებში. ქრომოსომების უწყვეტობის თეორიის მიხედვით, ჰეტეროქრომატული უბნები დესპირალიზებული ქრომოსომების ის ნაწილებია, რომლებიც გამოირჩევიან ქრომოსომების დაშლის მცირე დონით და ქრომოსომის მასალის მიკროფიბრილების დიდი სიმკვრივით. ჰეტეროქრომატინი შეიცავს ჰისტონის მსგავს ცილებს და მემკვიდრეობითი ფაქტორების გადაცემის მხრივ ინერტულია, ეუქრომატინისგან განსხვავებით, რომელიც ატარებს უჯრედის მთელ გენეტიკურ ინფორმაციას. ტერმინი შემოიღო (1912) ჰეიტცმა. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა