ჰეტეროქრომატული ქრომოსომების რაიონები

ჰეტეროქრომატული ქრომოსომების რაიონები – (regiones heterochromatici ცჰრომოსომატუმ იხ.ჰეტეროქრომატინი) გენეტიკური თვალსაზრისით ქრომოსომების მცირედ აქტიური უბნები, რომლებიც შედიან ქრომოსომული ძაფების დისტალური და პროქსიმული ნაწილების შემადგენლობაში. ჰეტეროქრომატული რაიონების ქრომომერულ უბნებში ხდება დნმ – ს სინთეზი. ინტერფაზურ ბირთვებში ქრომოსომების აღნიშნული რაიონების ქრომონემები სპირალიზებულ მდგომარეობაშია. მათი დაკარგვა უჯრედის სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.