ჰეტეროქრომოსომები

ჰეტეროქრომოსომები – (heterochromosomata ბერძნ. heteros  –  სხვა და ქრომოსომები. იხ.სინ.ალოქრომოსომები) ქრომოსომები, რომლებიც განსხვავდებიან სხვადასხვა თვისებით (ფორმით, ზომით, ცენტრომერების მდებარეობით, მიტოზის დროს მოქმედებით და სხვ.) სხვა დანარჩენი ქრომოსომებისაგან, ე.წ.აუტოსომებისაგან . ხშირად ამ ტერმინით აღნიშნავენ სასქესო ქრომოსომებს. აღნიშვნა „ჰეტეროქრომოსომა“ შემოიღო (1904) მონტგომერიმ. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.