ჰეტჩინსონის სინდრომი

ჰეტჩინსონის სინდრომი – ახასიათებს ცხიმოვანი ცვლისა და სქესობრივი თანდაყოლილი დარღვევები (ფრელიხის ადიპოზოგენიტალური დისტროფიის მსგავსად (იხ.), პიგმენტური რეტინიტი, სინდაქტილია ან პოლიდაქტილია, გონებრივი განუვითარებლობა (ოლიგოფრენია). აღინიშნება განვითარების მრავალი სხვა დეფექტიც: მხედველობის მხრივ (სიბრმავემდე), გულის თანდაყოლილი მანკები, სმენის დაქვეითება, სიყრუე, ქვემო კიდურთა სპასტიკური დამბლები, სახსრებში მოძრაობის სიფართის მომატება, მემკვიდრეობითი დიენცეფალურ – რეთინული დეგენერაცია. სინონიმები: ლორენსის სინდრომი II, ბიმონდის სინდრომი, მუნის სინდრომი, ბარდეს სინდრომი, ბიდლის სინდრომი, ლორენს – მუნ – ბიდლ – როზაბალის სინდრომი, ლორენს მუნ – ბიდლის სინდრომი, ლორენს – მუნ – ჰეტჩინსონის სინდრომი, ლორენს – მუნ – ბიდლ – ბარდეს სინდრომი, როზაბალის სინდრომი. [“3”]


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.