ჰიალოპლაზმა

ჰიალოპლაზმა – 1. (hyaloplasma ბერძნ. hyalos  –  მინა და იხ.პლაზმა სინ.ძირითადი ციტოპლაზმა, ციტოპლაზმური მატრიქსი, ციტოპლაზმის ძირითადი ნივთიერების მატრიქსი ან მატრიცა) ციტოპლაზმის ჰომოგენური უსტრუქტურო გამჭირვალე მასა, რომელიც მდებარეობს მასში დიფერენცირებულ სტრუქტურულ კომპონენტებს  –  ორგანოიდებსა და ჩანართებს შორის. ჰიალოპლაზმაში შეწონილ მდგომარეობაშია თავისუფალი რიბოსიმები, მიკროსხეულაკები, მიკრომილაკები და უჯრედშიგა მეტაბოლიზმის სხვადასხვა პროდუქტი. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) (1). ჰიალოპლაზმა – ციტოპლაზმის ჰომოგენური, უსტრუქტურო ძირითადი ნივთიერება, რომელშიც მდებარეობს უჯრედის ყველა გაფორმებული კომპონენტი  –  ორგანელები, მემბრანები. (2)

ჰიალოპლაზმა (hyaloplasm) – უჯრედის, ძირითადად ჰომოგენური ან მსხვილმარცვლოვანი ფორმის ნივთიერება, რომელიც უჯრედის ორგანელებს შორის, ავსებს შიდაუჯრედულ სივრცეს. სხვადასხვა ორგანიზმებში, ბიოქიმიური შემადგენლობის მიხედვით, მნიშვნელოვან საზღვრებში ვარირებს. ჰიალოპლაზმის ძირითადი როლი, არის ყველა უჯრედული სტრუქტურის გაერთიანება, ბიოქიმიური ურთიერთქმედებისათვის. (3)


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.